ენჯინეარ სერვისი
მოგესალმებით ენჯინეარ სერვისის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ენჯინეარ სერვისი არის თქვენი სანდო პარტნიორი, რომელიც ახორციელებს მილსადენების მიმდებარე ტერიტორიის პატრულირებას, მილსადენის მოლვა-შეკეთებასა და სადგურებისა და სპეციალური ობიექტების დასაფუთავებას.
ენჯინეარ სერვისში ჩვენ გთავაზობთ მაღალი ხარისხის მომსახურებას მილსადენების მიმდებარე ტერიტორიის ცხენით პატრულირებაში, მილსადენების შეკეთებასა და ობიექტის მოვლა- დასუფთავებით საქმიანობაში. ჩვენ გიწევთ მომსახურებას ასევე კინოლოგების მეშვეობით ნახშირწყალბადების, მათ შორის ნედლი ნავთობის, აღმოჩენისა და მონიტორინგის მიმართულებით.
როგორც WREP, BTC და SCP მილსადენების სანდო პარტნიორი, ჩვენ ვუჭერთ მხარს უსაფრთხო, დაცული და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით პასუხისმგებლიანი ოპერაციების განხორციელებას.
ჩვენს შესახებ
ვინ ვართ ჩვენ
ენჯინეარ სერვისი 2002 წელს საქართველოში დაარსებული კომპანიაა, რომელსაც მილსადენების მომსახურების სექტორში დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენ გთავაზობთ საიმედო მომსახურებას შემდეგ სფეროებში:
- მილსადენების ცხენოსანი პატრულირება
- მილსადენის მიმდებარე ტერიტორიის შეკეთება
- სპეციალური ობიექტების, სადგურების დასუფთავება და მოვლა
ჩვენ ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ BP-სთან შემდეგ პროექტებში:
- დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენი (WREP)
- ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენი
- სამხრეთ კავკასიის მილსადენი (SCP)
ჩვენი მისია
ჩვენი მისიაა უზრუნველვყოთ საიმედო, ეფექტური და მდგრადი მომსახურება და ამავდროულად შევინარჩუნოთ ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის უმაღლესი სტანდარტები.
ჩვენი მიზანია დავიცვათ ადამიანები, გარემო და დასახლებები, სადაც ჩვენ ვახორციელებთ ოპერაციებს. ჩვენი ფილოსოფია აგებულია შემდეგ პრინციპებზე:
- ნულოვანი უბედური შემთხვევა
- არავითარი ზიანი ადამიანიებს
- არავითარი ზიანი გარემოს
ძლიერი ლიდერობის, თანამშრომლების ჩართულობის, უწყვეტი ტრენინგისა და გამჭვირვალე მონიტორინგის მეშვეობით, ჩვენ ვცდილობთ, მივაღწიოთ სრულყოფილებას ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი (HSE) საქმიანობის ყველა ასპექტში.
ჩვენი ღირებულებები
- უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა
- გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა
- საიმედოობა და პროფესიონალიზმი
- უწყვეტი გაუმჯობესება
ჩვენი სერვისები
ენჯინეარ სერვისში ჩვენ გთავაზობთ სპეციალიზებულ საველე მომსახურებას, რომელიც მორგებულია მილსადენებისა და ინფრასტრუქტურის სექტორების უნიკალურ მოთხოვნებზე.
ცხენოსანი პატრული
ჩვენ ვახორციელებთ რუტინულ და საგანგებო ცხენოსან პატრულირებას მილსადენის მარშრუტების გასწვრივ — ეს არის დაბალი ზემოქმედების მქონე და ეკონომიური მეთოდი შემდეგი საკითხების მონიტორინგისთვის:
- უნებართვო საქმიანობა
- გარემოსდაცვითი რისკები
- აღჭურვილობის უსაფრთხოება
- განსაკუთრებით შორეულ და ძნელად მისადგომ ადგილებში
მილსადენის მიმდებარე ტერიტორია ROW-ს მოვლა-შეკეთება
ჩვენი მომსახურება უზრუნველყოფს უსაფრთხო და ხელმისაწვდომ მილსადენის დერეფნებს შემდეგი გზებით:
- მილსადენის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება
- მილსადენის შესაკეთებელი სამუშაოები
- მარშრუტის გაწმენდა
აღნიშნული სამუშაოები სრულდება გარემოსდაცვითი და მარეგულირებელი სტანდარტების სრული დაცვით.
სამრეწველო და სპეციალური ობიექტების დასუფთავება
ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალურ დასუფთავებასა და მოვლას BP-ის სადგურებსა და საოპერაციო ობიექტებზე, რაც უზრუნველყოფს:
- სისუფთავეს
- ჰიგიენას
- უსაფრთხოებას
სამუშაო და საცხოვრებელ ზონებში.
ნახშირწყალბადების აღმოჩენა და მონიტორინგი
ჩვენ ვთავაზობთ სპეციალიზირებულ მომსახურებას ძაღლების გამოყენებით, ნახშირწყალბადების, მათ შორის ნედლი ნავთობის, იდენტიფიკაციისა და მონიტორინგისთვის.
ჩვენი გამოცდილი კინოლოგები და აღმოჩენისთვის სპეიცალურად გაწვრთნილი ძაღლები უზრუნველყოფენ:
- გაჟონვის აღმოჩენას
- გარემოსდაცვით მონიტორინგის
- საგანგებო რეაგირებას
ჩვენი პროექტები
ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ რეგიონის ყველაზე კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტებს:
WREP მილსადენი
მიმდინარე პროექტი ცხენოსანი პატრულირებასა და მილსადენის მოვლა-შეკეთების ოპერაციები.
BTC და SCP მილსადენები
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების ცხენოსანი პატრულით მონიტორინგისა და ტექნიკური მომსახურების გრძელვადიანი მომსახურების უზრუნველყოფა:
- ოპერაციული უსაფრთხოება
- გარემოსდაცვითი შესაბამისობა
WREP, BTC და SCP მილსადენების სადგურები
- დასუფთავებისა და მოვლის სერვისები
SOCAR Midstream ობიექტები
- დასუფთავებისა და მოვლის სერვისები
ჩვენი გუნდი
ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის გიპასუხოთ კომპანიის საქმიანობისთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხთზე. დაგვიკავშირდით:
დაგვიკავშირდით
მისამართი
თბილისი, საბურთალო, ვაჟა-ფშაველას I შესახვევი 1/43
ტელეფონი
+995 599 91 45 35
ელ. ფოსტა
შეკითხვებისა და სხვა საკითხებისთვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
info@engineerservice.ge
ალტერნატიულად, შეგიძლიათ მიწეროთ ჩვენი გუნდის ინდივიდუალურ წევრებს ზემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის მეშვეობით.